რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოაწყო
რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოაწყო
![რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა მოაწყო](http://cdn.trt.net.tr/images/xlarge/rectangle/2b2c/6c1c/0026/65c7215745b38.jpg?time=1722045018)
უკრაინის ხარკოვის ოლქში რუსეთის მიერ უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ სინეგუბოვმა სოციალურ ქსელში თავის პოსტში განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ ხარკოვის რაიონში შეტევა ღამით „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით განახორციელა.
სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან სამი ბავშვი იყო.
აღინიშნა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა სახლები დაბომბა და 15-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 26 „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმა მოაწყო.
იქვე აღნიშნულია, რომ განადგურებულია 18 უპილოტო საფრენი აპარატი.
მსგავსი ინფორმაციები
![საბერძნეთში ამინდის პირობების გამო საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/5a37/3b8b/9747/66a0ae6cee557.jpg?time=1722045018)
საბერძნეთში ამინდის პირობების გამო საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული
საბერძნეთში ამინდის პირობების გამო საგანგაშო მდგომარეობაა გამოცხადებული
![ერაყის მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება PKK-სთან დაკავშირებით](http://cdn.trt.net.tr/images/medium/rectangle/f96e/4fea/3eda/669f98b3591f8.jpg?time=1722045018)
ერაყის მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება PKK-სთან დაკავშირებით
ერაყის მთავრობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება PKK-სთან დაკავშირებით