როდის გაიხსნება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი?

ალიევი განცხადებას აკეთებს

2087491
როდის გაიხსნება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარი?

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ თუ ზანგეზურის დერეფანი, რომელიც მისი ქვეყნის დასავლეთ პროვინციებს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დააკავშირებს, სანამ არ გაიხსნება, ისინი არ გახსნიან საზღვრებს სომხეთთან.

ილჰამ ალიევმა ადგილობრივ ტელევიზიებთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა.

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ალიევმა ზანგეზურის დერეფნის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და თქვა: „ყველაზე შესაფერისი მარშრუტი, რომელიც გაივლის მეღრის რეგიონში (მდებარეობს სომხეთში), როგორც სახმელეთო ასევე სარკინიგზო გზით, ხალხმა და ტვირთმა ყოველგვარი შემოწმების გარეშე უნდა გაიაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი სამუდამოდ ჩიხში დარჩება. სანამ ის მარშრუტი არ გაიხსნება, ჩვენ არ გავხსნით ჩვენს საზღვარს სომხეთთან. რაც შეეხება, სომხეთთან ნორმალიზების პროცესს, ერევანს სურს ჰყავდეს სამშვიდობო შეთანხმების გარანტორი სახელმწიფოები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის საჭიროება არ არსებობს.“



მსგავსი ინფორმაციები