ენერგეტიკული დღის წესრიგი 2-2024

ენერგეტიკული ურთიერთობები და ახალი პარტნიორობა ანკარა-ბაღდადის ხაზზე

2084927
ენერგეტიკული დღის წესრიგი 2-2024

ენერგეტიკული დღის წესრიგი 2-2024

ენერგეტიკული ურთიერთობები და ახალი პარტნიორობა ანკარა-ბაღდადის ხაზზე

ამ კვირაში ენერგეტიკული დღის წესრიგის პროგრამაში დეტალურად შევაფასებთ თურქეთ-ერაყის ურთიერთობების ენერგეტიკულ განზომილებას. ასევე განვიხილავთ ანკარა-ბაღდადის ხაზის ახალი პარტნიორობის შედეგებს გლობალურ ენერგეტიკულ პოლიტიკაზე.

თურქეთ-ერაყის ურთიერთობები ბოლო დროს ძალიან კარგ კურსს მიჰყვება. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა დაახლოებით 25 მილიარდი დოლარია... მხარეებს შორის დიალოგის გაზრდით, მოსალოდნელია, რომ ეს ციფრი კიდევ გაიზრდება.

2024 წელს, ანკარა-ბაღდადის ურთიერთობებში შესაძლოა კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდეს. ერაყ-თურქეთის ნედლი ნავთობსადენის ნაკადი, რომელიც გასული წლის აპრილში შეწყდა, დიპლომატიური ინიციატივების შედეგად სავარაუდოდ განახლდება.

ქირქუქის მუჰაფაზას ნავთობსადენის წლიური სატრანსპორტო სიმძლავრე 70 მილიონ ბარელს აღემატება. სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში ხაზის გამტარუნარიანობაც გაიზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთ-ერაყის ურთიერთობები ენერგეტიკულ ღერძზე იზრდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვასთან დაკავშირებით არის განვითარების გზის პროექტი...

პროექტი, თურქეთს სპარსეთის ყურეში ფავის პორტთან 1200 კილომეტრიანი რკინიგზითა და მაგისტრალით დააკავშირებს. პროექტი, რომელიც ასევე განისაზღვრება როგორც ერაყის აბრეშუმის გზა, გავლენას მოახდენს ფართო რეგიონზე ევროპიდან ყურის ქვეყნებამდე.

გაზის ტრანსპორტირება არა მხოლოდ ერაყიდან, არამედ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კატარიდან, ევროპაში უფრო მოკლე და ეკონომიური გზით იქნება შესაძლებელი. ეს გაზრდის თურქეთის ენერგოექსპორტის პოტენციალს.

პროექტით თურქეთი ერაყის ენერგორესურსებს მსოფლიო ბაზრებზე მიაწვდის და აქტიურ როლს ითამაშებს ენერგეტიკულ ვაჭრობაში. ბასრადან თურქეთის საზღვრამდე საგზაო და სარკინიგზო სატრანსპორტო დერეფნის მშენებლობის განვითარების გზის პროექტი ხელს შეუწყობს თურქეთის კონკურენტუნარიანობას ენერგეტიკულ სექტორში.

ამ, განვითარების გზის პროექტის დასრულების შემდეგ, ის გახდება სუეცის არხის მთავარი კონკურენტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში.

ცნობილია, რომ ერაყის ნავთობის დადასტურებული მარაგი დაახლოებით 145 მილიარდ ბარელს შეადგენს. ეს რაოდენობა შეესაბამება მსოფლიო ნავთობის მარაგების დაახლოებით 8 პროცენტს და ახლო აღმოსავლეთში ნავთობის მარაგების 17 პროცენტს. ერაყის ნავთობი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე იაფი პროდუქცია ამ სფეროში, მსოფლიოში წარმოების ღირებულების თვალსაზრისით.



მსგავსი ინფორმაციები