მორიგი ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში
მორიგი ფართომასშტაბიანი საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში
ერაყის ჩრდილოეთით გარას, მეთინას, ჰაკურკისა და კანდილის რეგიონებში განხორციელებული მორიგი საჰაერო ოპერაციების შედეგად განადგურდა 13 სამიზნე, რომლებიც განისაზღვრა ტერორისტების ე.წ. პასუხისმგებების თავშესაფრად.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს (MSB) სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს აღმოიფხვრას ტერორისტული თავდასხმები ერისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ, ერაყის ჩრდილოეთში PKK/KCK-ს განეიტრალების გზით მორიგი საჰაერო ანტიტერორისტული ოპერაცია განხორციელდა. საჰაერო ოპერაციები ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ ერაყის ჩრდილოეთით გარას, მეთინას, ჰაკურკისა და კანდილის რეგიონებში განხორციელდა.
ამავე ინფორმაციით, საჰაერო ოპერაციების დროს ტერორისტების ე.წ. მაღალჩინოსნების 13 თავშესაფარი იქნა განადგურებული.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ისიც არის აღნიშნული, რომ ყველა ზომა იქნა მიღებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.