ალიევი: „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების დრო დადგა“

გახდება თუ არა აზერბაიჯან-სომხეთს შორის მედიატორი საქართველო?

2047948
ალიევი: „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების დრო დადგა“

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების დრო დადგა.

გუშინ, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ჩასულმა ალიევმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორივე ქვეყნისთვის, ასევე სამხრეთ კავკასიისთვის.

ალიევმა განაცხადა, რომ  რეგიონში ჯერ არ არის მიღწეული მშვიდობა და დაამატა: „სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების დრო დადგა. საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერდნენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში. ღარიბაშვილთან შეხვედრის დროს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ნორმალიზაციის პროცესზეც ვისაუბრეთ. ზოგიერთი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს მხარი დაუჭიროს ნორმალიზების პროცესს. თუმცა, საუკეთესო არჩევანი შეიძლება იყოს საქართველო ისტორიული ურთიერთობებისა და გეოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებით. ბატონ ღარიბაშვილის მიერ წამოყენებულ ინიციატივას მხარს ვუჭერთ. ჩვენ მზად ვართ ამისათვის. ჩვენ იგივე მიდგომას ველით სომხეთისგან. თუ სომხეთი დათანხმდება, ჩვენი შესაბამისი ინსტიტუტების მენეჯერები დაუყოვნებლივ ჩამოვლენ საქართველოში როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ შეხვედრებზე“.  



მსგავსი ინფორმაციები