MİT-მა PKK/YPG-ს ობიექტები დაბომბა

ჩატარებული ოპერაციის დროს დაბომბეს PKK/YPG-ს კუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები

2046969
MİT-მა PKK/YPG-ს ობიექტები დაბომბა

MİT-მა PKK/YPG-ს ობიექტები დაბომბა

ეროვნული დაზვერვის MİT-ის მიერ სირიაში ჩატარებული ოპერაციის დროს დაბომბეს PKK/YPG-ს კუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები და შენობები, სადაც თავდასხმისა და დივერსიული დანაყოფები იყო განთავსებული.

უსაფრთხოების წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, MİT-მა სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის ობიექტებისა და მმართველი პერსონალის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა მას შემდეგ, რაც დადგინდა, რომ PKK/YPG-ის თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტროზე ამ ქვეყანაში იყო დაგეგმილი და მონაწილე ტერორისტები ამ რეგიონიდან გადავიდნენ თურქეთში.

რეგიონში ჩატარებული სადაზვერვო სამუშაოების შედეგად ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ის კუთვნილი იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები და თავდასხმისა და დივერსიული დანაყოფების შენობები უპილოტო შეიარაღებული საფრენი აპარატებით იქნა დაბომბილი.

ოპერაციის დროს ბევრი სამიზნე განადგურდა ჭკვიანი საბრძოლო მასალის გამოყენებით.

ცნობილი გახდა, რომ ოპერაციები გაგრძელდება მანამ, სანამ მიზანი არ იქნება ნუღწეული.



მსგავსი ინფორმაციები