ყარაბაღის სომხების აზერბაიჯანში ინტეგრაცია

ყარაბაღის სომხების აზერბაიჯანში ინტეგრაცია

2045258
ყარაბაღის სომხების აზერბაიჯანში ინტეგრაცია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ექნებათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და შეძლებენ თავიანთი ენის გამოყენებას.

ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის აზერბაიჯანში ინტეგრაციის დეტალებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წერილობითი განცხადება გააკეთა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ინტეგრაციის პროცესი განხორციელდება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ფარგლებში, აზერბაიჯანის კონსტიტუციის, კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონებში, სადაც სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს, ინტეგრაცია განხორციელდება აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით. მოსახლეობას ასევე შეეძლება მონაწილეობა მიიღოს სპეციალური წარმომადგენლის მუშაობაში, რეგიონში კი მუნიციპალიტეტები შეიქმნება და არჩევნები ჩატარდება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონის უსაფრთხოებას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს და სომეხ მოსახლეობას შეეძლება სამინისტროებში დასაქმება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რეგიონში გამოყენებული იქნება აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტა, მანათი და სომეხ ფერმერებს სუბსიდიები გადაეცემათ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სომეხ მოსახლეობას ექნება უფლება დაიცვან და განავითარონ საკუთარი კულტურა, ასევე ექნებათ რელიგიისა და რწმენის თავისუფლება და ენის გამოყენება, ხოლო მათ ძეგლებს სახელმწიფო დაიცავს.



მსგავსი ინფორმაციები