საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში: განადგურებულია 20 სამიზნე

საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში: განადგურებულია 20 სამიზნე

2044731
საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში: განადგურებულია 20 სამიზნე

საჰაერო ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთში: განადგურებულია 20 სამიზნე

ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში საჰაერო ოპერაცია განხორციელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 სამიზნე განადგურდა მეთინეს, ჰაკურკის, კანდილისა და გარას რაიონებში.

სამინისტროს სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ტერორისტები ვერ გაექცევიან იმ აღსასრულს, რომელიც მათ ელოდებათ და ნათქვამია: „ერთ ღამეს მოულოდნელად დავარტყით მათ გამოქვაბულებში და გავაგრძელებთ დარტყმას. ეს ბრძოლა არ დასრულდება. სანამ ბოლო ტერორისტიც არ განადგურდება“.

განცხადებაში ერაყის ჩრდილოეთში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შესახებ ნათქვამია: „ჩვენი ხალხისა და უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების აღმოსაფხვრელად ერაყის ჩრდილოეთიდან PKK/KCK-ის და სხვა ტერორისტული ელემენტების განეიტრალების გზით და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი თავდაცვის უფლებების შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს გაეროს წესდების 51-ე მუხლიდან, ერაყის ჩრდილოეთით მეთინაში, 2023 წლის 1 ოქტომბერს 21:00 საათზე განხორციელდა საჰაერო ოპერაციები ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ ჰაკურკის, კანდილისა და გარას რაიონებში.

განხორციელებული საჰაერო ოპერაციების შედეგად განადგურდა სულ 20 სამიზნე, გამოქვაბულები, ბუნკერები, თავშესაფრები და საწყობები, რომლებიც გამოიყენებოდა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ და სადაც ითვლება, რომ პასუხისმგებელი ტერორისტებიც იმყოფებოდნენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი ტერორისტი განეიტრალდა ოპერაციებში შიდა და ეროვნული საბრძოლო მასალის მაქსიმალური ოდენობის გამოყენებით და ნათქვამია: „თურქეთის შეიარაღებული ძალები, რომლებიც წარმოიშვა ჩვენი კეთილშობილი ერის გულიდან, ისევე როგორც წარსულში დღესაც ჩვენი ქვეყნისა და ერის გადარჩენისა და უსაფრთხოებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას ტერორიზთან მტკიცედ სანამ არც ერთი ტერორისტი აღარ დარჩება“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ ოპერაციის დროს მიღებული იქნა ყველა სიფრთხილის ზომა მშვიდობიანი მოსახლეობის, მეგობრული ელემენტების, ისტორიული და კულტურული ფასეულობების და გარემოს დავისა და დაზიანების თავიდან ასაცილებლად.



მსგავსი ინფორმაციები