სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა გრძელდება
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბულობა გრძელდება
1985460
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა საზღვარზე აზერბაიჯანული პოზიციების წინააღმდეგ არტილერიით სროლა განახორციელეს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ გუშინ ადგილობრივი დროით 17:00 საათიდან სომხურმა ჯარებმა ბასარგეჩარის (ვარდენისი) პროვინციის ზოდის რაიონის მიმართულებით პოზიციებიდან D-30 ჰაუბიცებით ცეცხლი გაუხსნეს აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემაც ადეკვატურად უპასუხა.
თავის მხრივ ამავე რეგიონში ორი დღის წინ სომხური მხარის მიერ გახსნილი ინტენსიური ცეცხლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.