ასადის რეჟიმი იდლიბზე თავდასხმას აგრძელებს

ასადის რეჟიმი იდლიბზე თავდასხმას აგრძელებს

1979590
ასადის რეჟიმი იდლიბზე თავდასხმას აგრძელებს

სირიაში, იდლიბის პროვინციაში ასადის რეჟიმის მხრიდან განხორციელებული მორიგი თავდასხმის შედეგად ერთი სამოქალაქო დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

თავდასხმა, ასადის რეჟიმისა და მისი მხარდამჭერი ირანის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერორისტული ჯგუფების მიერ დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევით მოხდა.

რეჟიმის ძალები, რომლებიც შედგება ასადის არმიისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი უცხოური ტერორისტული ჯგუფებისგან, რომლებიც განლაგებული არიან კეფრენბილის რაიონში, იდლიბის სამხრეთით, დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სოფელ მარბელიტზე.

სამოქალაქო თავდაცვის წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 4 კი დაშავდა. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.


საკვანძო სიტყვები: #თავდასხმა , #იდლიბი , #ასადის რეჟიმი

მსგავსი ინფორმაციები