მიწისძვრების გამო ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ერთდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში გუშინ საღამოს ერთდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

1946028
მიწისძვრების გამო ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ერთდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა

თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების გამო ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში გუშინ საღამოს ერთდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა.

ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობების მიერ გამოცხადებული გლოვის ფარგლებში, ორივე ქვეყანაში სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივი ადგილებში ეროვნული დროშები დაუშვეს.

ამ ფარგლებში, საზღვარგარეთ ქვეყნების დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმაც დაუშვეს დროშები.

ალბანეთის პრეზიდენტმა ბაირამ ბეგაიმ სოციალურ ქსელში პრეზიდენტის შენობის წინ ნახევრად დაშვებული ალბანეთის დროშის ფოტო გაავრცელა და განაცხადა, რომ ისინი სოლიდარობას უცხადებენ თურქეთ-სირიის საზღვარზე მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და ლოცულობენ მათთვის.

„ალბანელები არასოდეს დაივიწყებენ თურქეთის დახმარებას 2019 წლის 29 ნოემბერს ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის დროს“. - თქვა ბეგაიმ.

ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია: „მთავრობა უსამძიმრებს თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს და მთელ თურქ ხალხს“.

ევროპარლამენტის გენერალური ასამბლეის გახსნაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თურქეთსა და სირიაში ქაჰრამანმარაშის მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მოწვეული გენერალური ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „გასულ კვირას თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრების სერია მოხდა, რამაც თითქმის წარმოუდგენელი განადგურება გამოიწვია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ევროპა დგას თურქეთისა და სირიის ხალხის გვერდით. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებთან, ნანგრევებში მოყოლილებთან, დაშავებულებთან და დღე და ღამე სიცოცხლის გადასარჩენად მებრძოლ მხსნელებთან ერთადაა“.

7,7 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრებმა, რომლებიც 6 თებერვალს მოხდა ქაჰრამანმარაშში დააზარალა თურქეთის 10 პროვინცია და სირია, ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და იგი "საუკუნის კატასტროფად" შეფასდა.



მსგავსი ინფორმაციები