პალესტინაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პალესტინაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

1943916
პალესტინაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

პალესტინაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

პალესტინის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ნაბლუსის ალ-ნაჯაჰ ალ-ვათანის უნივერსიტეტის მიწისძვრის ცენტრის დირექტორმა ჯალალ ალ-დუბეიკმა განაცხადა, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნაბლუსიდან ჩრდილოეთით 13 კილომეტრში იყო. დუბეიკმა აღნიშნა, რომ 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.

მიწისძვრა იგრძნობოდა ქალაქ იერუსალიმში, რამალასა და ნაბლუსში.

ჯერ-ჯერობით განცხადება არ გაკეთებულა იმის თაობაზე, მოჰყვა თუ არა მიწისძვრას მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #პალესტინა

მსგავსი ინფორმაციები