სირიაში მიწისძვრის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 100 ადამიანი დაიღუპა

სირიაში მიწისძვრის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 100 ადამიანი დაიღუპა

1942376
სირიაში მიწისძვრის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 100 ადამიანი დაიღუპა

სირიის ბევრ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ დამასკოსში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 100 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა.

7,4 მაგნიტუდის მიწისძვრას, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში იყო და ასევე იგრძნობოდა სირიის ქალაქებში იდლიბში, ალეპოში, ჰამაში, ლატაკიასა და რაქას პროვინციებში, დიდი ნგრევა მოჰყვა.

სირიის საინფორმაციო სააგენტო SANA-ს ცნობით, მიწისძვრის შედეგად, პირველად ინფორმაციით, ალეპოში რეჟიმის მიერ კონტროლირებად რეგიონებში 42, სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ქსელის (SNHR), სამოქალაქო თავდაცვის (თეთრი ჩაფხუტიანების) მიერ ადგილობრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებსა და ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიის ჩრდილოეთში სხვადასხვა დასახლებაში 58 ადამიანი დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #სირია

მსგავსი ინფორმაციები