ირანის შთო-ს სრულუფლებიანი წევრობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დამტკიცდა

ირანის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დამტკიცდა

1911895
ირანის შთო-ს სრულუფლებიანი წევრობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დამტკიცდა

ირანის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში სრულუფლებიანი წევრობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დამტკიცდა.

ირანის სტუდენტების საინფორმაციო სააგენტოს (ISNA) ცნობით, ირანის პარლამენტში გამართულ ღია სესიაზე განიხილეს და კენჭისყრაზე გაიტანეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ქვეყნის გაწევრიანებასთან დაკავშირებით პროექტის ძირითადი საკითხები და დეტალები.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ირანის გაწევრიანების შესახებ კანონპროექტი 203 ხმით 3 წინააღმდეგ დამტკიცდა და ოთხმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

კანონპროექტის თანახმად, ეკონომიკური, კულტურული, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ურთიერთობების და რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, ირანის მთავრობამ მხარი დაუჭირა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დაარსების დღიდან მიღებული 49 დოკუმენტის ხელმოწერას, რათა მოიპოვინ წევრი სახელმწიფოს სტატუსი.

ირანის სრული წევრობის პროცესი, რომელიც 2005 წელს შეუერთდა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას როგორც დამკვირვებელი წევრი, 2021 წლის სექტემბერში დაიწყო.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანმა განაცხადა, რომ 14 სექტემბერს, უზბეკეთში, ქალაქ სამარყანდში მან ხელი მოაწერა ვალდებულების დოკუმენტს ირანის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის შესახებ ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, ჩან მინთან ერთად.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელშიც თურქეთი შედის „დიალოგის პარტნიორის“ სტატუსით, პირველად შეიქმნა სახელწოდებით „შანხაის ხუთეული“ 1996 წელს, როდესაც ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის წარმომადგენლები შეიკრიბნენ შანხაიში და ხელი მოაწერეს სასაზღვრო რეგიონებში სამხედრო ნდობის გაღრმავების შესახებ შეთანხმებას.

2001 წელს უზბეკეთის გაწევრიანებით შანხაის ხუთეულს სახელი შეუცვალეს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციად“. მოგვიანებით პაკისტანი და ინდოეთი ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრებად მიიღეს.



მსგავსი ინფორმაციები