ერდოღან-ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1907622
ერდოღან-ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბების მანდატის მომპოვებელ, პარტია „ლიკუდის“ თავჯდომარე ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრეზიდენტ ერდოღანს ტელეფონით დაუკავშირდა და სტამბოლში გასული კვირის ბოლოს მომხდარი ტერაქტის გამო სამძიმარი გამოუცხადა.

ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ თურქეთის შუამავლობა რუსეთსა და უკრაინას შორის, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია.

პრეზიდენტმა ერდოღანმა კი ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის დროს იმედი გამოთქვა, რომ ისრაელში ჩატარებული არჩევნები მათი ქვეყნისა და რეგიონისთვის სიკეთის მომტანი იქნება.



მსგავსი ინფორმაციები