ირანში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

ირანში მაჰსა ემინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები გუშინ, მე-18 დღესაც გაგრძელდა

1888463
ირანში საპროტესტო აქციები ისევ გრძელდება

ირანში მაჰსა ემინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები გუშინ, მე-18 დღესაც გაგრძელდა.

აქციის მონაწილე სტუდენტებმა მოითხოვეს დედაქალაქ თეირანში მდებარე შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის თაოსნობით დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მათი დაკავებული მეგობრები.

სტუდენტები, რომლებიც უშიშროების ძალების მიერ დაკავებების შეწყვეტას ითხოვდნენ, სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს.

დემონსტრაციები იმართება ბევრ უნივერსიტეტში მათ სორის თეირანის, ბეჰესტის, თერბიეთ მუდერისის, ბირკენდის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ბაბულ ნოშირევანის, ზენკანის სამედიცინო მეცნიერებების, გილანის სამედიცინო და ზეჰრას უნივერსიტეტებში. აღმოჩნდა, რომ პროფესორ-მასწავლებლების ნაწილი მონაწილეობს დემონსტრაციებში და მოითხოვს დაკავებული სტუდენტების გათავისუფლებას.

იმავდროულად, თეირანის მთავარმა პროკურორმა ალი სალიჰიმ განაცხადა, რომ სასამართლომ, რელიგიური ლიდერის ალი ხამენეის განცხადებების გათვალისწინებით, მსუბუქ დანაშაულში მონაწილე 400 ადამიანი გაათავისუფლა. მისივე თქმით, ის, ვინც მონაწილეობდა უფრო მძიმე დანაშაულებში, როგორიცაა „საზოგადოებრივი ქონების დაზიანება, საზოგადოებაში ქაოსის შექმნა, ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედება და უცხოელებთან ურთიერთობა“ მთელი სიმტკიცით გასამართლდება.

13 სექტემბერს თეირანში "თავსაბურავის წესების არ დაცვისთვის" დაკავებული 22 წლის მაჰსა ემინის გარდაცვალების შემდეგ 17 სექტემბერს დაწყებულმა დემონსტრაციებმა, 1 ოქტომბერს უნივერსიტეტების გახნის შემდეგ კვლავ იფეთქა.

ამ ფარგლებში საპროტესტო აქციები თეირანთან ერთად გაიმართა ბევრ ქალაქში, ხოლო ზოგიერთ უნივერსიტეტში, განსაკუთრებით „თაბრიზის“ და „შარიფის ტექნოლოგიების“ უნივერსიტეტებში, უშიშროების ძალები სასტიკად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს.

აღინიშნა, რომ საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე სტუდენტი დაშავდა და ასობით ადამიანი დააკავეს.


საკვანძო სიტყვები: #საპროტესტო აქცია , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები