მოსკოვში, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის განსაზღვრის შესახებ შეხვედრა გაიმართა

მოსკოვში, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის განსაზღვრის შესახებ შეხვედრა გაიმართა

1874136
მოსკოვში, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის განსაზღვრის შესახებ შეხვედრა გაიმართა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გასული წლის, 26 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში დედაქალაქ მოსკოვში, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის განსაზღვრის შესახებ შეხვედრა გაიმართა.

მხარეთა დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, სომხეთის ვიცე-პრემიერი მგერ გრიგორიანი და რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი.

„რუსეთის დელეგაციამ გამოთქვა მზადყოფნა გააგრძელოს კონსულტაციები და ტექნიკური დახმარება აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის, სასაზღვრო რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების შესახებ“, ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორეს მხრივ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეებს შორის ახალი შეხვედრის თარიღი დიპლომატიური არხებით ცალკე გადაწყდება.



მსგავსი ინფორმაციები