ერაყში დაძაბულობა ისევ გრძელდება

ალ-სადრის მხარდამჭერები დედაქალაქ ბაღდადში მწვანე ზონში შეიჭრნენ

1873696
ერაყში დაძაბულობა ისევ გრძელდება

ერაყში, სადრის მოძრაობის ლიდერის მუქტადა ალ-სადრის მხარდამჭერები დედაქალაქ ბაღდადში მწვანე ზონში შეიჭრნენ, რა დროსაც უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი კი დაიჭრა.

უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს სადრის მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებიც მწვანე ზონაში მდებარე მთავრობის სასახლეში შეიჭრნენ.

სადრის მხარდამჭერები მთავრობის სასახლიდან გამოიყვანეს,  კარები დაკეტეს და შენობა დაცვის ქვეშ აიყვანეს.

უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით ბაღდად ალ-იევმის საინფორმაციო საიტის მიერ გავრცელებული ცნობით, დედაქალაქ ბაღდადში სადრის მოძრაობის ლიდერის, მუქტადა ეს-სადრის მხარდამჭერებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე და დაშავებულთა რაოდენობა 350-მდე გაიზარდა.

სადრის მხარდამჭერებმა, რომლებიც ასევე ქუჩებში გამოვიდნენ ერაყის სამხრეთში, დაიწყეს საპროტესტო აქციები და მთელი ქვეყნის მასშტაბით განუსაზღვრელი ვადით კომენდანტის საათი გამოცხადდა.

მეორე მხრივ, მუქტადა ეს-სადრმა გადაწყვიტა შიმშილობა გამოაცხადოს მანამ, სანამ შეიარაღებული შეტაკებები არ შეჩერდება.

ჰასან აზარიმ, რომელიც სადრის მარჯვენა ხელად ითვლება, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა:  „ჩვენმა ლიდერმა შიმშილობა დაიწყო და არ დაასრულებს მანამ, სანამ ძალადობა და შეიარაღებული კონფლიქტი არ დასრულდება“.

მან მხარეებს შეიარაღებული კონფლიქტის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სადრის მხარდამჭერები მწვანე ზონაში მდებარე მთავრობისა და პრეზიდენტის სასახლეში შეიჭრნენ მას შემდეგ, რაც მათი ლიდერი პოლიტიკიდან წავიდა.

მწვანე ზონაში შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობს სადრის ერთგულ შეიარაღებულ ძალებს, სამთავრობო ძალებსა და ჰაშდი შააბის შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის.

შეტაკებებში ასევე გამოიყენება ნაღმტყორცნები და სხვა მძიმე შეიარაღება.

უსაფრთხოების წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციით, მწვანე ზონაში, სადაც სროლა გრძელდება, ნაღმები ჩამოვარდა.



მსგავსი ინფორმაციები