მაჰმუდ აბასი თურქეთში იმყოფება

მაჰმუდ აბასი თურქეთში იმყოფება

1871157
მაჰმუდ აბასი თურქეთში იმყოფება

პალესტინის სახელმწიფო მეთაური მაჰმუდ აბასი პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით გუშინ საღამოს თურქეთში ჩამოვიდა.

დღეს მას, ანკარაში პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური ცერემონიით დახვდება. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პირისპირ შეხვედრა შედგება, რომლის დასრულების შემდეგაც, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოფიციალურ შეხვედრაზე, თურქეთ-პალესტინის ურთიერთობები, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ბოლო მოვლენები და სხვა აქტუალური, რეგიონული და საერთაშორისო საკითხები იქნება განხილული.

შეხვედრაზე ასევ ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც იქნება განხილული.

მაჰმუდ აბასის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, ხვალაც გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები