ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

1862391
ირანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა

ირანში ძლიერი წვიმის გამო გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, რომელმაც ქვეყნის უმეტესი ნაწილი, განსაკუთრებით თეირანის პროვინცია დააზარალა, დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა.

ირანის კრიზისების მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა მუჰამედ ჰუსეინ ნამიმ ირანის ოფიციალურ სააგენტო IRNA-ს განუცხადა, რომ ნაპოვნია კიდევ 7 დაკარგული ადამიანის ცხედარი.

მისივე თქმით, ბოლო კვირაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 76-მდე გაიზარდა და 16 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

ნამიმ განაცხადა, რომ წყალდიდობამ და წვიმამ 24 შტატი დააზარალა და 20 ათასი სახლი დაზიანდა.

ირანის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოების გარდა, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დახმარებაც გრძელდება.

ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ წვიმის გაგრძელების შემთხვევაში თავი შეიკავონ მდინარისა და არხის ნაპირებითან მიახლოებისგან.


საკვანძო სიტყვები: #წყალდიდობა , #ირანი

მსგავსი ინფორმაციები