ენტონი ბლინკენი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

ენტონი ბლინკენი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

1832440
ენტონი ბლინკენი ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა,  სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ბლინკენ-ფაშნიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს,  ‘სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისკენ მიმავალი დადებითი იმპულსი’ იქნა განხილული. ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს ენტონი ბლინკენმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება რა, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისკენ მიმავალი პოზიტიური იმპულსის მიმართ კმაყოფილება გამოთქვა.

ამერიკელმა დიპლომატმა სატელეფონო საუბრის დროს, ასევე გაამახვილა ყურადღება თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე რეგიონის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის.



მსგავსი ინფორმაციები