მაჰმუდ აბასმა ისრაელში მომხდარი თავდასხმა დაგმო

მაჰმუდ აბასმა ისრაელში მომხდარი თავდასხმა დაგმო

1804463
მაჰმუდ აბასმა ისრაელში მომხდარი თავდასხმა დაგმო

პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა, ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. მკაცრად დაგმო.

პალესტინის სახელმწიფო სამმართველოს მიერ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ აბასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პალესტინელი და ისრაელელი მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა მხოლოდ სიტუაციის შემდგომ გაუარესებას და არასტაბილურობას გამოიწვევს, განსაკუთრებით რამაზანის წმინდა თვის და ქრისტიანული და ებრაული დღესასწაულების დროს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პოლიციის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ საღამოს ქალაქ ბნეი-ბრაკში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.



მსგავსი ინფორმაციები