ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ქვეყნის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას

დღეს საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამის უწყებებს უგზავნის

1789358
ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა ქვეყნის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას

დღეს საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს შესაბამის უწყებებს უგზავნის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას პირდაპირ ეთერში მიმართა და განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ქვეყნის დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებაზე.

ღარიბაშვილის თქმით, განცხადება დღეს ევროკავშირის შესაბამის ორგანიზაციებს გადაეგზავნება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, დღეს ისტორიულია დღეა და დაამატა: „ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება არის საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ეტაპი, რომელიც შლის ახალ ფურცელს ჩვენს ისტორიაში და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ეკუთვნოდა ევროპულ კულტურასა და ცივილიზაციას და დღემდე ღირებული წვლილი მიუძღვის მათ შენარჩუნებასა და განვითარებაში.“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებას სურს ქვეყანა სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში.

კობახიძემ აღნიშნა: „მოვუწოდებთ ევროკავშირის ორგანიზაციებს, სასწრაფოდ განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მხარს უჭერენ უკრაინას 24 თებერვალს დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომში და თბილისი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას.


საკვანძო სიტყვები: #ევროკავშირი , #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები