ოდესის სანაპიროსთან ბომბი მოხვდა გემს, რომლის მესაკუთრეც თურქია

ოდესის სანაპიროსთან ბომბი მოხვდა გემს, რომლის მესაკუთრეც თურქია

1784874
ოდესის სანაპიროსთან ბომბი მოხვდა გემს, რომლის მესაკუთრეც თურქია

ცნობილი გახდა, რომ უკრაინის ქალაქ ოდესის სანაპიროსთან ბომბი მოხვდა გემს, რომლის მესაკუთრეც თურქია. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო გენერალური დირექტორატის განცხადებით, მთავარი სამძებრო-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრის ინფორმაციით, ბომბი მოხვდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემ „იასა იუპიტერს“, რომლის მფლობელიც თურქია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემს დახმარება არ უთხოვია, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში გადავიდა და უსაფრთხოდ არის.


საკვანძო სიტყვები: #გემი , #ოდესა , #უკრაინა

მსგავსი ინფორმაციები