თურქეთიდან სომხეთისა და ერბილის მიმართულებით ფრენები იწყება

თურქეთიდან სომხეთისა და ერბილის მიმართულებით ფრენები იწყება

1764935
თურქეთიდან სომხეთისა და ერბილის მიმართულებით ფრენები იწყება

თურქეთიდან სომხეთისა და ერაყის ქალაქ ერბილის მიმართულებით ფრენები იწყება. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები გრძელდება რა, აღნიშნულის შემდეგ გადაწყდა ორმხრივი ფრენების დაწყება. სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ავიაკომპანია Pegasus  კვირაში 3 რეისს შეასრულებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან-ერევანის მიმართულებით. მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველი ფრენები ორმხრივად 2 თებერვალს დაიწყება. Fly One Armenia-ს თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში თურქეთის დროით 19:50 საათზე დაეშვება. Pegasus-ის თვითმფრინავი კი საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან იმავე დღეს 23:35 საათზე აფრინდება და გაემგზავრება ერევანში.

მეორეს მხრივ, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთიდან კერძოდ კი გაზიანთეფიდან, ერაყის ქალაქ ერბილის მიმართულებით ფრენები 24 იანვარს იწყება და კვირაში ორჯერ (ორშაბათი და ხუთშაბათი) განხორციელდება.



მსგავსი ინფორმაციები