დღეიდან საქართველოში თურქეთიდანაც შევა მედიკამენტები
დღეიდან საქართველოში თურქეთიდანაც შევა მედიკამენტები

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დღეს გაიხსნა თურქეთის ბაზარი, საიდანაც საქართველოში მაღალი ხარისხის და დაბალი ფასის მქონე მედიკამენტები უნდა შემოვიდეს. ღარიბაშვილმა ამის შესახებ, თბილისში მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნა. მისი თქმით, ქვეყანაში ფასების შემცირებისა და ხარისხიანი მედიკამენტების შემოტანის მიზნით, გადაწყვიტეს თურქეთიდან შეძენა.
„ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც თურქეთიდან შემოვა მაღალი ხარისხის, GMP სტანდარტების მედიკამენტები,“ განაცხადა ღარიბაშვილმა
შენიშვნა: GMP არის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ პროდუქტი წარმოებულია საიმედოდ.
მსგავსი ინფორმაციები

ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“
ჩავუშოღლუ: „ასადთან თანამშრომლობის გარეშე თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნა არ იქნება სწორი“