სერდარ ქილიჩი სომხეთში სპეციალურ წარმომადგენლად ოფიციალურად დაინიშნა

სერდარ ქილიჩი სომხეთში სპეციალურ წარმომადგენლად ოფიციალურად დაინიშნა

1760454
სერდარ ქილიჩი სომხეთში სპეციალურ წარმომადგენლად ოფიციალურად დაინიშნა

თურქეთ-სომხეთს შორის დაწყებული ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში ორივე ქვეყანამ საპირისპიროდ, ნორმალიზაციის პროცესის წარმართვისათვის სპეციალური წარმომადგენლები დანიშნეს. სომხეთში, თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი, ყოფილი ელჩი აშშ-ში, სერდარ ქილიჩი დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერით ოფიციალურ მაცნეში უკვე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ საკითხთან დაკავშირებით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესში ყველა ნაბიჯს, აზერბაიჯანის თანხმობით გადადგამენ.


საკვანძო სიტყვები: #სერდარ ქილიჩი , #სომხეთი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები