ირანი: „მზად ვართ საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის“

ირანი: „მზად ვართ საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის“

1758730
ირანი: „მზად ვართ საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობებისთვის“

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთთან მოლაპარაკებები დადებითი მიმართულებით მიდის.

საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ ამირ აბდოლლაჰიანმა კატარულ მედიას ინტერვიუ მისცა რა დროსაც საუდის არაბეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიადის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებები პოზიტიური მიმართულებით მიდის რა,  ისინი მზად არიან საუდის არაბეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.

„მალე ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ირანის წარმომადგენლები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში დაბრუნდებიან. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში,“ განაცხადა აბდოლლაჰიანმა.  მისივე თქმით, თეირანს, რიადთან რეგიონალურ საკითხებზე მოლაპარაკებები სურს რა, მათ სჯერათ, რომ რეგიონალური პრობლემების მოგვარება, საუდის არაბეთთან, თურქეთთან და ეგვიპტესთან თანამშრომლობით იქნება შესაძლებელი.

ირანელმა დიპლომატმა ინტერვიუს დროს, გააფრთხილა რეგიონის ის ქვეყნები, რომლებმაც გადაწყვიტეს ისრაელთან ნორმალიზება და აღნიშნა: „ჩვენ ვაფრთხილებთ ჩვენს მეზობლებს, არ მიიღონ გადაწყვეტილება სიონისტურ ისრაელის რეჟიმთან ნორმალიზაციის შესახებ. ეს დიდი სტრატეგიული შეცდომაა. ისინი პირველები გადაიხდიან ამ შეცდომის ფასს.“



მსგავსი ინფორმაციები