ვენაში  ბირთვული მოლაპარაკებები გრძელდება

„თუ მხარეები სერიოზულად ითანამშრომლებენ, პროგრესი მიიღწევა“

1748588
ვენაში  ბირთვული მოლაპარაკებები გრძელდება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და მთავარმა მომლაპარაკებელმა ალი ბაქირიმ განაცხადა, რომ ვენაში მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება მიღწეული, თუ მხარეები სერიოზულად ითანამშრომლებენ და ურთიერთდათმობებზე წავლენ. თავის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბაქირმა ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრები ინტენსიურად გრძელდება როგორც ექსპერტების, ასევე მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობით. "ორივე მხარის ექსპერტები აგრძელებენ მუშაობას შეთანხმების პროექტზე. ბოლო რამდენიმე დღეში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ თუ ყველა მხარე სერიოზულად ჩაერთვება, პროგრესი შესაძლებელი გახდება," აღნიშნავს ბაქირი. როგორც ცნობილია ბირთვული მოლაპარაკებები, 5 თვიანი ინტერვალის შემდეგ 29 ნოემბრიდან განახლდა და მასზე ფოკუსირებას ახდენენ ირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების სრულ შესრულებაზე და აშშ-ის შეთანხმებაში ახლიდან დაბრუნებაზე.



მსგავსი ინფორმაციები