პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში იმყოფება
ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში ექსპლუატაციაში შევიდა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, ერთ დღიანი ვიზიტით ამ ქვეყანაში ჩავიდა.
თვითმფრინავი, რომლითაც პრეზიდენტი ერდოღანი გადაადგილდებოდა, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტში დამშვები პირველი თვითმფრინავი გახდა, თვითონ პრეზიდენტი ერდოღანი კი ამ აეროპორტში ჩასული პირველი პრეზიდენტი.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ ერდოღანმა და ალიევმა აეროპორტის ბინა ერთად დაათვალიერეს და ფუნქციონირების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ვიზიტის ფარგლებში, ალიევთან ერთდ აჰმეთბეილი-ფუზული-შუშა აჰმეთბეილი-ჰორადიზ-მინჯივან-აღბენდის საავტომობილო გზის, ანუ ზანგეზურის დერეფნის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიასაც დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ჩათვლით, რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო მოვლენებსაც განიხილავს.
მსგავსი ინფორმაციები
„ევფრატის ფარის“ რეგიონში PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული
„ევფრატის ფარის“ რეგიონში PKK/YPG-ს კიდევ 4 წევრი იქა განეიტრალებული