პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა

ერდოღანი ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას

1725017
პრეზიდენტი ერდოღანი აზერბაიჯანში გაემგზავრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით, ერთ დღიანი ვიზიტით ამ ქვეყანაში გაემგზავრა.

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდღანი, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყარაბაღის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მიერ აშენებული პირველი აეროპორტის, ფუზულის საერთაშორისო აეროპორტის გახსნის და ქალბაჯარ-ლაჩინის რეგიონში შემავალ, ზანგილანის სოფელში, ჭკვიანი სოფლის მეურნეობის კამპუსის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალში, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით უნდა აშენდეს, მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ერდოღანი ასევე თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ჩათვლით, რეგიონალურ და სხვა საერთაშორისო მოვლენებსაც განიხილავს.

პრეზიდენტის დელეგაციაში ასევე არიან, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ ქარაისმაილოღლუ, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრი მურათ ქურუმი, პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფაჰრეთთინ ალთუნი და პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი.  


საკვანძო სიტყვები: #აზერბაიჯანი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები