მაჰმუდ აბასმა ახალი მოწოდებით მიმართა ვაშინგტონს

“პალესტინას ფინასური ბლოკადა მოუხსენით“

1724478
მაჰმუდ აბასმა ახალი მოწოდებით მიმართა ვაშინგტონს

 

პალესტინის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამ ქვეყნის სახელმწიფო მეთაურმა მაჰმუდ აბასმა პალესტინის მმართველებთან ქალაქ რამალაში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს მოუწოდა ფინანსური ბლოკადა მოუხსნას მის ქვეყანას, ხოლო ამის პარალელურად ხელახლა გახნას როგორც ვაშინგტონში პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლობა, ასევე ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში დახურული საკონსულო. მაჰმუდ აბასის თქმით, ეს შეხვედრა მიზნად ისახავს საერთაშორისო ლეგიტიმურობაზე დაფუძნებული ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებს ღაზას რეკონსტრუქციაზეც, 2006 წლიდან დაწესებული ბლოკადის მოხსნაზეც და ქვეყნაში მოქმედი ყველა მხარის, მათ შორის „ჰამასის“ და "ისლამური ჯიჰადის" მოძრაობების გაერთიანებაზეც და ყოვლისმომცველი ეროვნული დიალოგის დაწყებაზეც. ამ მიზნით კი პალესტინის განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, ორგანიზაციის ცენტრალური აღმასრულებელი საბჭოს მორიგი, რიგგარეშე სხდომა ჩატარდეს არა უგვიანეს იანვარში. ამავე შეხვედრაზე გადაწყდა, წერილები გაუგზავნონ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა მათ საჭირო ზომები მიიღონ ისრაელის თავდასხმებისა და პალესტინელთა მიწებზე ებრაელების უკანონო დასახლებების მშენებლობების შესაჩერებლად.


საკვანძო სიტყვები: #მაჰმუდ აბასი , #აშშ , #პალესტინა

მსგავსი ინფორმაციები