თალიბანი დათანხმდა ავღანეთში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელებაზე

გაერომ გამოაცხადა, რომ თალიბანმა თანხმობა განაცხადა ავღანეთში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელებაზე

1721783
თალიბანი დათანხმდა ავღანეთში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელებაზე

გაერომ გამოაცხადა, რომ თალიბანმა თანხმობა განაცხადა ავღანეთში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის გაგრძელებაზე.

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერმა სტეფან დუჟარიკმა ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია ამ ქვეყანაში 8 ნოემბერს დაიწყება.

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიესალმა თალიბანის ამ გადაწყვეტილებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია 3 წლის შემდეგ განახლდება და მიზნად ისახავენ 3,3 მილიონზე მეტი ბავშვის ვაქცინირებას.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ავღანეთში ჰერვე ლუდოვიკ დე ლისმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება არის გიგანტური ნაბიჯი პოლიომიელიტის აღმოფხვრაში და ისინი მიზნად ისახავენ ქვეყანაში ყველა ბავშვის აცრას.



მსგავსი ინფორმაციები