საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ქვეყანაში დააპატიმრეს, სადაც იგი 8 წლის შემდეგ დაუბრუნდა

1713572
საქართველოში დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ქვეყანაში დააპატიმრეს, სადაც იგი 8 წლის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სააკაშვილი უსაფრთხოების ძალებმა დააკავეს.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლის გეგმების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდა ინფორმაცია  და „ეს პროცესი მთლიანად კონტროლის ქვეშ“ იყო.

ღარიბაშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ოპერაციის განსახორციელებლად შესაფერისი ადგილი შეირჩა, ამგვარად იქნა დაკავებული და იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც 8 წელია საზღვარგარეთ იმყოფება მის მიმართ დაუსწრებლად გამოტანილი დაპატიმრების გადაწყვეტილების გამო, დილით გამოაცხადა, რომ თავის ქვეყანაში დაბრუნდა და ბათუმში იმყოფებოდა.

მან მოსახლეობას მოუწოდა ხვალინდელ არჩევნებზე მივიდნენ და 3 ოქტომბერს თბილისის ცენტრში შეიკრიბონ და დაიცვან თავიანთი ხმები.

საქართველოს პროკურატურამ, 2007 წელს ოპოზიციის აქციის დაშლის, ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებლის ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის, კორუფციის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ერთი დეპუტატის ცემის  ბრალდებით სააკაშვილს დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ასევე 2018 წელს სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მკვლელობის საქმეში ამნისტიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისათვის.

სააკაშვილმა ქვეყანა 2013 წლის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა, გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მოგვიანებით კი უკრაინაში გადავიდა.

სააკაშვილი, რომელსაც 2015 წლის 4 დეკემბერს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, უკრაინის მოქალაქეა.



მსგავსი ინფორმაციები