PKK-ს ტერორისტების დანებება გრძელდება

PKK-ს ტერორისტების დანებება გრძელდება

1708212
PKK-ს ტერორისტების დანებება გრძელდება

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უსაფრთხოების ძალები აგრძელებენ ტერორისტული ორგანიზაცია, PKK-ს მოქმედი წევრების დარწმუნებას, რომ ჩაბარდნენ უსაფრთხოების ძალებს. სწორედ ამის ფარგლებში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს კიდევ 5 წევრი ჩაბარდა სამართალდამცველებს. აღნიშნული ტერორისტები 1999-2016 წლებში სირიასა და ერაყში მოქმედებდნენ. ასე, რომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებს ჩაბარებული ტერორისტების რაოდენობა 151-მდე გაიზარდა.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერაყის ჩრდილოეთში ოპერაცია „კლანჭი-მეხის“ რეგიონში განხორციელებული საჰაერო ოპერაციის შედეგად PKK-ს კიდევ 3 ტერორისტი იქნა განეიტრალებული.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ სიირტის პერვარის რაიონის ჰერკოლის მთის რეგიონში განეიტრალებულ ტერორისტიდან ერთ-ერთი ნარინჯისფერ კატეგორიაში მყოფ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა.



მსგავსი ინფორმაციები