აქტუალური თემის ანალიზი 84

სინჯარი, დეაშის თავდასხმიდან მე-7 წლისთავზე

1686077
აქტუალური თემის ანალიზი 84

                                   

                     

შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა ორგანიზაცია DEAŞ/დეაშმა ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა ერაყის სინჯარის რეგიონზე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ იეზიდები და სასტიკად გაუსწორდნენ მათ. 7 წლის გასვლის მიუხედავად ამ  რეგიონის ზოგიერთი ნაწილი ჯერ კიდევ ტერორის ქვეშაა, ოღონდ არა დეაშელების, არამედ PKK-ს ტერორისტული ორგანიზაციისა და მისი ქვეორგანიზაციების მხრიდან. სწორედ ამის გამო, სინჯარი დღემდე არ არის აღდგენილი და რეგიონში ქურთი ტერორისტები არსებობას აგრძელებენ რა, ამიტომაც ასობით ათასი დევნილი იეზიდი ვერ ბრუნდება თავის მიწებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება შედგა ბაღდადსა და ერბილს შორის, ისეთი შეიარაღებული ჯგუფები, როგორებიცაა PKK/პკკ-ა და Hashd al-Shaabi/ჰაშდი შააბი, აგრძელებენ თავიანთი ყოფნის შენარჩუნებას ამ რეგიონში. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს ...

როგორც ცნობილია ზუსტად შვიდი წლის წინ, რადიკალურმა ტერ-ორგანიზაცია დეაშმა ერაყის მრავალი რეგიონი დაიპყრო, მათ შორის იეზიდების კომპაქტურად დასახლებული სინჯარის ოლქიც და იეზიდებიც ამ სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნე გახდნენ. იმ წლებში იეზიდების უსაფრთხოებას ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის შეიარაღებული ძალები-ფეშმერგები იცავდნენ, მაგრამ, მათ ვერ გაუძლეს იმხანად კბილებამდე შეიარაღებულ დეაშელებს,  ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უკან დაიხიეს. ამით ისარგებლეს რადიკალისტებმა და ათასობით მშვიდობიანი იეზიდი მოკლეს, ხოლო ათასობით კი ტყვედ აიყვანეს და ისინი ფაქტიურად მონების მდგომარეობაში ჩააყენეს. მოგვიანებით, საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელობით, რეგიონში  დიდი სამხედრო ოპერაცია მოეწყო და მიუხედავად იმისა, რომ სინჯარი გათავისუფლდა დეაშისგან, რეგიონში დიდი ნგრევის გამო, აქ დიდხანს გაგრძელდა ქაოსური ატმოსფერო.

მას შემდეგ რეგიონი იქცა როგორც ფეშმერგების, ასევე PKK–ას ტერორისტული ორგანიზაციის განლაგების ადგილად. ფეშმერგეს ძალების მხრიდან  სინჯარის პირველად დატოვების კვალდაკვალ, მათი ადგილი დაიკავა PKK–ს შეიარაღებულმა ფრთამ, HPG-მ, რომელმაც ტერორისა და მუქარის პოლიტიკით მრავალი ახალგაზრა იეზიდი დაიქირავა და ასე ჩამოაყალიბა YBŞ-ს ძალები. მოკლედ, პკკ-ამ ისარგებლა რეგიონში არსებული ქაოსით და შეეცადა სინჯარში დაემკვიდრებინა ისეთივე ავტონომიური ადმინისტრაციის მოდელი, როგორსაც ადგილი ჰქონდა სირიის ჩრდილოეთში შექმნილ კანტონებს და ეს კანტონი მეტად სტრატეგიული მნიშვნელობის იქნებოდა ერაყ-სირიის ხაზზე

ისიც ცნობილია, რომ სინჯარში ძალაუფლებისათვის იბრძვიან როგორც ავტონომიური ერბილი, ასევე ცენტრალური ბაღდადიც და ორივენი აცხადებენ მასზე სუვერენიტეტს. ამ ბოლო წლებში თურქეთის შეიარაღებული ძალები დრო და დრო კომბინირებულ საჰაერო ოპერაციებს ახორციელებს სინჯარში, რის გამოც PKK/HPG-ს ძალები იძულებულნი გახდნენ რეგიონი დაეტოვათ, თუმცა ნაწილობრივ, რადგან, ამ მოვლენების შემდგომ პკკ-ამ მიიღო ახალი მოქმედების კურსი, თვითონ გავიდა რა სინჯარიდან, სამაგიეროდ თავის ადგილზე YBŞ-ს ძალები დასტოვა და ასე განაგრძო გავლენის გატარება რეგიონში. ასე რომ ამჟამად, PKK-ა და მისი ქვეორგანიზაციები განაგრძობენ მმართველობას რეგიონში ჰანასირიდან სირიის სასაზღვრო სიქნარამდე და კიდევ თვით სინჯარის მთაზე.

თურქეთის სამხედრო ოპერაციებმა და დიპლომატიურმა ზეწოლებმა დადებითი ნაყოფი გამოიღო და გასული წლის 9 ოქტომბერს დაწყებული მოლაპარაკებები ერაყის ცენტრალურ და ქურთული ავტონომიის ხელისუფლებებს შორის, ე.წ. სინჯარის შეთანხმებით დასრულდა, რომლის ფარგლებშიც ეს რეგიონი უნდა დაეტოვებინა ყველა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას. თუმცა, ამ შეთანხმების შესასრულებლად აუცილებელი და შესაბამისი სამხედრო ნაბიჯები, დღემდე არ გადადგმულა. ამის გამო PKK-ა, ჰაშდი-შააბთან ურთიერთობით განაგრძობს არსებობას რეგიონში, ოღონდ YBŞ-ს დროშის ქვეშ და ამით უარყოფს ბაღდადსა და ერბილს შორის მიღებულ შეთანხმებას.

აი ამ ჩამოთვლილი მიზეზებისა და რეგიონში PKK–ს ტერ-ორგანიზაციის არსებობის გამო, სინჯარი დღემდე არ არის აღდგენილი  და ასობით ათასი დევნილი იეზიდი ვერ ბრუნდება თავის მიწებზე. რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობის დასამყარებლად და სინჯარის აღსადგენად, სადაც იეზიდებს შეეძლებათ უსაფრთხოდ ცხოვრება, საჭიროა, რომ ყველა ტერორისტულმა ფორმირებამ დასტოვოს ეს რეგიონი, წერს  ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები