აიათოლა ალი ხამენეიმ იბრაჰიმ რაისი ქვეყნის პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა

აიათოლა ალი ხამენეიმ იბრაჰიმ რაისი ქვეყნის პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა

1684876
აიათოლა ალი ხამენეიმ იბრაჰიმ რაისი ქვეყნის პრეზიდენტად ოფიციალურად დაამტკიცა

ირანის მე-8 პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ისინი იმუშავებენ ამერიკის შეერთებული შტატების, ირანის მიმართ სანქციების მოხსნაზე. დღეს, ირანის დედაქალაქ თეირანში, ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მხრიდან, იბრაჰიმ რაისი ქვეყნის პრეზიდენტად ოფიციალურად დამტკიცების ცერემონია გაიმართა.

აქ სიტყვით გამოსულმა იბრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ მათი ხალხის ცხოვრების პირობებს და ქვეყნის მომავალს დასავლეთს არ დაუკავშირებს რა, მისი მთავრობა იმუშავებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, ირანის მიმართ სანქციების მოხსნაზე.

რაც შეეხება იბრაჰიმ რაისის ინაუგურაციას, ეს პროცესი, ირანის პარლამენტში ადგილობრივი მთავრობის მაღალჩინოსნების და უცხოელი სტუმრების თანდასწრებით 5 აგვისტოს  გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები