აშშ-ს ძალებმა ბაღდადში საელჩოს თავზე მფრინავი უპილოტოები ჩამოაგდო

აშშ-ს ძალებმა ბაღდადში საელჩოს თავზე მფრინავი უპილოტოები ჩამოაგდო

1670499
აშშ-ს ძალებმა ბაღდადში საელჩოს თავზე მფრინავი უპილოტოები ჩამოაგდო

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავზე მფრინავი შეიარაღებული უპილოტო საჰაერო აპარატები (SİHA), აშშ-ს ძალებმა ჩამოაგდეს.

ერაყის უსაფრთხოებიდან წყარომ, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ბაღდადში აშშ-ს საელჩოს თავზე მფრინავი რამდენიმე შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი აშშ-ს ძალებმა სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით ჩამოაგდეს.

ბაღდადის მწვანე ზონის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოჩნდა, რომ აშშ – ს საელჩომ ბაღდადში აამუშავა სარაკეტო თავდაცვის სისტემა ხსენებული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ.

გუშინ ასევე სარაკეტო შეტევა განხორციელდა ერაყის ენბარის პროვინციაში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზა აინ ალ ასადის წინააღმდეგ.

ვარაუდობენ, რომ აშშ-ს სამიზნეებზე თავდასხმები განახორციელა ირანთან დაახლოებულმა შიიტურმა შეიარაღებულმა ძალებმა.



მსგავსი ინფორმაციები