აფეთქება კასპიის ზღვაში

აფეთქება კასპიის ზღვაში

1669786
აფეთქება კასპიის ზღვაში

კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს სანაპიროს მახლობლად აფეთქება მოხდა. აფეთქება, რომლის დანახვაც ბაქოდანაც კი ცოცხალი თვალით იყო შესაძლებელი, ანთებულმა ალმა შეიძლება ითქვას, რომ ღამის წყვდიადი გაანათა. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრესსპიკერმა იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა, რომ კომპანიასთან დაკავშირებულ არცერთ პლატფორმაზე ან სამრეწველო განყოფილებაში აფეთქება არ მომხდარა.

ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისგან გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის ტანკერის აუზში მოხდა.

ფაქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკურმა სეისმოლოგიურმა ცენტრმაც გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ აფეთქება, ტალახის ვულკანის ამოფრქვევის შედეგად მოხდა.


საკვანძო სიტყვები: #აფეთქება კასპიის ზღვაში

მსგავსი ინფორმაციები