აქტუალური თემის ანალიზი 78

პკკ-ა - ფეშმერგეს შორის შეტაკებები სირიაშიც ვრცელდება

1664053
აქტუალური თემის ანალიზი 78

                

                

თურქეთის არმიის მიერ ერაყის ჩრდილოეთში გააქტიურებული სამხედრო ოპერაციების შემდეგ, კონფლიქტი დაიწყო ამ რეგიონის ქურთული ავტონომიის სამხედრო ფორმირება ფეშმერგებსა და ტერ-ორგანიზაცია პკკ-ს შორისაც და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს კონფლიქტი გასცდება ერაყის ჩრდილოეთს და სირიის ჩრდილოეთსაც მოედება. ე.ი. ქურთულ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის ძალაულებისათვის ბრძოლა, ჩრდილოეთ ერაყის მსგავსად, ჩრდილოეთ სირიასაც მოედება. ასე მაგალითად, ტერ ორგანიზაცია PYD/YPG-ს ლიდერებმა, ამ დღეებში  გავრცელებულ განცხადებებში მიზანში ამოიღეს ჩრდილოეთ ერაყის ქურთული რეგიონის მმართველი, KDP-ს პარტიის ლიდერები, რასაც მყისიერი პასუხი მოჰყვა KDP-სგან და ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ PYD/YPG-ე წარმოადგენს ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს სირიულ სტრუქტურას. ე.ი. ავტონომიის ხელმძღვანელებმა აღიარეს ანკარის ფორმულირება მათი ტერორისტულობის თაობაზე. ამის კვალდაკვალ ავტონომიის ხელმძღვანელებმა ჯერ პკკ-სათვის ფიშაბური/სემალკეს სასაზღვრო კარიბჭე დახურეს, ხოლო შემდეგ კი PYD/YPG–ს ერბილის წარმომადგენლები დააპატიმრეს, რასაც PKK–მ, ავტონომიური რეგიონის სამაუწყებლო ორგანო K24-ის ამ რეგიონში მოქმედი ოფისებისა და ბიუროების დახურვით უპასუხა. ახლა ამ თემაზე გთავაზობთ ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარის ჯან აჯუნის მოკლე ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც იგი წერს ...

 

როგორც ცნობილია თურქეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მსხვილ სამხედრო ოპერაციებს ერაყის ჩრდილოეთში თავშეფარებული PKK-ს წინააღმდეგ, ხოლო ამის პარალელურად თურქეთის დაზვერვა აგრძელებს ე.წ. წერტილოვანი ოპერაციებით პკკ-ას მაღალი დონის ხელმძღვანელებისა თუ ორგანიზაციის საველე მეთაურების განეიტრალებას.  თურქეთის მზარდ სამხედრო ზეწოლას ტერორისტებზე იმ რეგიონებში, რომელსაც ისინი აკონტროლებენ, ამსუბუქებს ფეშმერგების მხრიდან თურქი ჯარებისათვის გაწეული ლოგისტიკური დახმარება და ამიტომ სეპარატისტული ორგანიზაცია შეიძლება ითქვას, რომ სტრატეგიულ ჩიხში შევიდა. პკკ-ა უკვე ფიქრობს, რომ მას განადგურების საფრთხე ემუქრება, ამიტომ პანიკაში ვარდება და  უკონტროლოდ მოქმედებს, თითქოს სხვა გამოსავალი არ დარჩენია რა, ისე ესხმის თავს ფეშმერგეს ძალებს. მეორეს მხრივ, პკკ-ას ხელმძღვანელობა მძიმე განცხადებებითა და ბრალდებებით გამოდის როგორც ქურთული ავტონომიის მმართველი KDP-ს, ასევე თურქეთის არმიის მიმართ რა, ასე ცდილობს ზეწოლის ატმოსფეროს შექმნასა და ქურთული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. ამ საქმეში კი სეპარატისტები იყენებნ როგორც მათთან დაკავშირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ ელემენტებსაც, რომლებიც PKK-ს უჭერენ მხარს. დაბოლოს, ევროპაში ორგანიზებული რადიკალური ქურთული ელემენტები ჩრდილოეთ ერაყში ჩამოსვლით შეეცადნენ PKK- სთვის ცოხალი ფარის შექმნას, მაგრამ ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელობამ მათი ეს მცდელობა წარუმატებლად დაასრულებინა, რადგან, ამ ელემენტების დეპორტაცია მოახდინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, KDP–სა და ტერორისტულ ორგანიზაცია PKK–ს შორის ძალაუფლებისათვის მიმდინარე ეს ბრძოლა სირიასაც ჩაითრევდა, რადგან, მანამდე, YPG-ს წევრთა ერთი ჯგუფი თავს დაესხა ფეშმერგეს მესაზღვრეების საგუშაგოს სასაზღვრო ხაზზე და მცირე ხნით მასზე კონტროლიც კი დაამყარა. გარდა ამისა, PKK–ს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ცეცხლი წაუკიდა ქურთისტანის ეროვნული საბჭოს (ENKS) ოფისებსა და ბიუროებს. ხოლო ახლა კი, როცა კონფლიქტი და ძალაუფლებისათვის ბრძოლა კიდევ უფრო მძაფრდება, სეპარატისტებს დაუხურეს ფიშაბური/სემალკას სასაზღვრო კარიბჭე, რომელიც პირდაპირ აკავშირებს ორ რეგიონს და ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია. გარდა ამისა, ქურთული ავტონომიის დედაქალაქ ერბილში დააკავეს და დააპატიმრეს PYD/YPG წარმომადგენლები. ამის საპასუხოდ PYD/YPG–მ ქურთული ავტონომიის მედია-ორგანო K24–ს ოფისები დახურა რა, ამით დაბლოკა მისი მაუწყებლობა. გარდა ამისა, მრავალი მცირე დემონსტრაცია მოეწყო ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხარდასაჭერად და KDP-ს დასაგმობად ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა ქამიშლი და აინ ალ-არაბი.

მოკლედ, ფეშმერგებსა და ტერ-ორგანიზაცია PKK-ს შორის კონფლიქტსა და ძალაუფლებისათვის ბრძოლაში ჩრდილოეთ სირიაში მოქმედი PYD/YPG-ს მონაწილეობამ აშკარა და ცხადი გახადა და დაადგინა, რომ ეს სტრუქტურა წარმოადგენს PKK-სირიულ განშტოებას, სწორედ აქედან გამომდინარე განაცხადეს ჩრდილოეთ ერაყის ქურთული ავტონომიის ხელმძღვანელებმა, რომ PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გამართონ ასევე სირიის ჩრდილოეთშიც. KDP–ს ხელმძღვანელობამ უნდა განიხილოს თურქული არმიის სამხედრო ოპერაციები და ორგანიზაციაზე ზეწოლა როგორც შესაძლებლობა, ამიტომაც უნდა ისარგებლოს ამით და ანკარისათვის თუნდაც ლოგისტიკური დახმარების გაზრდით, ისიც უნდა შებრძოლოს ტერ-ორგანიზაციას, რომელიც კიბოსავით ვრცელდება მთელს რეგიონში. უფრო მეტიც, KDP–მ და ფეშმერგებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ ეს ისტორიული შესაძლებლობა, თურქეთს არა მარტო ლოგისტიკური, არამედ პირდაპირ სამხედრო დახმარებაც უნდა აღმოუჩინონ, რათა მოიცილონ ეს ტერორისტული ორგანიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაპირისპირება ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებს შორის კიდევ დიდხანს გაგრძელდება და საფასურიც უფრო დიდი იქნება, წერს ანალიტიკურ ცენტრ SETA/სეტას საგარეო პოლიტიკის მკვლევარი ჯან აჯუნი



მსგავსი ინფორმაციები