ხამენეი ამერიკულ და ბრიტანულ მედიას ადანაშაულებს

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ გაიმართება

1659757
ხამენეი ამერიკულ და ბრიტანულ მედიას ადანაშაულებს

ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების და  ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები, ინტენსიურ პროპაგანდას აწარმოებენ ირანში არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვის ქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით.

ხამენეი, ხვალ გასამართ მე-13 საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელში სიტყვით გამოვიდა რა დროსაც ძირითადი ყურადღება უცხოური მედიის კრიტიკას დაუთმო.

მისი თქმით, ხვალინდელი არჩევნები ქვეყნის ბედისათვის გადამწყვეტია.

„ხალხი მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში და ისინი პატივს მიაგებენ რეჟიმს. არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. რადგან ქვეყნის სოციალურ წესრიგს ეს მონაწილეობა სჭირდება. თუ არ იქნება ხალხის ერთიანობა, აღარ იქნება ისლამური რესპუბლიკა. თუ  პრეზიდენტი ხმების მნიშვნელოვანი უმრავლესობით აირჩევა, ის იქნება ძლიერი პრეზიდენტი და დიდი ამოცანების შესრულებას შეძლებს. თუ არჩევნებზე დაბალი აქტივობა გვექნება, ჩვენი მტრების მხრიდან ზეწოლა გაიზრდება,“ განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.

შეგახსენებთ, რომ ირანში საპრეზიდენტო არჩევნები პარასკევს (ხვალ) გაიმართება.



მსგავსი ინფორმაციები