ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 02.00 საათზე ამოქმედდა

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 02.00 საათზე ამოქმედდა

1643045
ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 02.00 საათზე ამოქმედდა

ისრაელსა და ჰამასს შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული „ორმხრივი და ერთდროული“ შეთანხმება 02.00 საათზე ამოქმედდა.

ისრაელის პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ბლოკადაში მოქცეულ ღაზის სექტორზე 10 მაისიდან მიმდინარე თავდასხმები შეაჩერა და ცეცხლის შეწყვეტა გამართულ კენჭისყრაზე  დაამტკიცა.

ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე ერთი საათით ადრე ღაზის სექტორზე თავდასხმები განაგრძო.

მოძრაობა ისლამური ჯიჰადის შეიარაღებულმა ფრთამ თქვა, რომ თავდასხმზე საპასუხოდ ღაზის მიმდებარე რეგიონებს რაკეტები ესროლა.

ღაზაზე 10 მაისიდან დღემდე თავდასხმების შედეგად 232 პალესტინელი დაიღუპა, მათგან 65 ბავშვი და 39 ქალი.



მსგავსი ინფორმაციები