ისრაელის პოლიციამ დაშალა პალესტინელები, რომლებიც ალ-აქსას მეჩეთის დარბევისგან დაცვას ცდილობდნენ

ისრაელის პოლიციამ დაშალა პალესტინელები, რომლებიც ოკუპირებულ ალ-აქსას მეჩეთის დარბევისგან დაცვას ცდილობდნენ, დაშავებულია 278-ზე მეტი ადამიანი

1637449
ისრაელის პოლიციამ დაშალა პალესტინელები, რომლებიც ალ-აქსას მეჩეთის დარბევისგან დაცვას ცდილობდნენ

ისრაელის პოლიციამ დაშალა პალესტინელები, რომლებიც ოკუპირებულ ალ-აქსას მეჩეთის დარბევისგან დაცვას ცდილობდნენ. დაშავებულია 278-ზე მეტი ადამიანი.

ათასობით პალესტინელმა დილის ლოცვა აღასრულა აღმოსავლეთ იერუსალიმის ძველი ქალაქის რეგიონში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში. ლოცვის დასრულების შემდეგ პალესტინელებმა მეჩეთის ეზოში აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ, მრავალი პალესტინელი ალ-აქსაში დარჩა, რათა თავიდან აეცილებინათ მეჩეთის დარბევა.

მოგვიანებით, ისრაელის პოლიცია ალ-აქსას მეჩეთში შეიჭრა და პალესტინელების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, პლასტმასის ტყვიები და ხმის ეფექტის მქონე ყუმბარები გამოიყენა.

ისრაელის პოლიცია თავს დაესხა სააგენტო „ანადოლუს“ (AA) ოპერატორ ფაიზ აბუ რუმეილს, რომელიც ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთში მომხდარ ინციდენტებს აშუქებდა და პლასტიკური ტყვიებით დაშავდა ასევე AA–ს რეპორტიორი მუსტაფა ალ – ჰარუფი.

პალესტინელებმა ებრაელ პოლიციელებს ქვები დაუშინეს, ისრაელის პოლიცია კი ჰარემი შერფიზე თავდასხმას განაგრძობს.

პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ განაცხადა, რომ ასობით პალესტინელი დაშავდა და ზოგიერთ თანამშრომელს ხელი შეეშალა ალ-აქსას მეჩეთში შესვლაში.

ალ აქსას მეჩეთის ფონდის დირექტორმა, შეიხ ომერ ელ-კისვანიმ კი ჰარემი შერიფის ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით ისლამური სამყაროს დახმარებისკენ მოუწოდა.

ფანატიკოსი ებრაელები 1967 წლის ექვსდღიანი ომის წლისთავს, როდესაც ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმი დაიკავა, ებრაული კალენდრის მიხედვით „იერუსალიმის დღედ“ აღნიშნავენ.


საკვანძო სიტყვები: #პალესტინა , #ისრაელი , #ალ აქსა , #მეჩეთი

მსგავსი ინფორმაციები