რეიჰანლიში ლურჯი ცირკულარით ძებნილი ტერორისტი დააკავეს

იგი სირიიდან თურქეთში გადმოსვლას არალეგალური გზით ცდილობდა

1583901
რეიჰანლიში ლურჯი ცირკულარით ძებნილი ტერორისტი დააკავეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სირიიდან თურქეთში არალეგალური გზით გადმოსვლის მცდელობისას ახალი ზელანდიის სამი მოქალაქე დააკავეს, რომელთაგანაც ერთი, ტერ-ორგანიზაცია დეაშის წევრი აღმოჩნდა და იგი ლურჯი ბიულეტენით იძებნებოდა. ამის შესახებ წერია სამინისტროს სოციალური ქსელის ანგარიშზე განთავსებულ პოსტში: ”ახალი ზელანდიის 3 მოქალაქე, რომლებიც ცდილობდნენ სირიიდან თურქეთში უკანონოდ შემოსვლას, საზღვრის თანამშრომლებმა დააკავეს ჰათაის ოლქის რეიჰანლის რაიონში. დაკავებულთა შორის არის 26 წლის ქალი ს.ა. და დადგინდა, რომ იგი, როგორც DEAŞ–ის წევრი ტერორისტი, ლურჯი ბიულეტენით იძებნებოდა.”



მსგავსი ინფორმაციები