სირიის ჩრდილოეთით ბაბის რაიონში ტერაქტი მოხდა

სირიის ჩრდილოეთით, ბაბის რაიონში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა

1576308
სირიის ჩრდილოეთით ბაბის რაიონში ტერაქტი მოხდა

სირიის ჩრდილოეთით, ბაბის რაიონში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა და 4 დაშავდა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციით „ევფრატის ფარი“ (2016 წლის აგვისტო - 2017 წლის მარტი) ტერორისტებისგან გაწმენდილ ბაბის რაიონის ინდუსტრიულ ზონაში მანქანში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა.

ტერორისტული აქტის შედეგად პირველადი მონაცემებით, ერთი სამოქალაქო პირი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა

გაჩნდა ხანძარი, რომელი მეხანძრეებმა ჩააქრეს.

აფეთქების შედეგად გარშემო მდგარმა მანქანებმა და სამუშაო ადგილებმა მატერიალი ზარალი განიცადეს.

ადგილობრივი უსაფრთხოების ძალები, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე გამოძიება ჩაატარეს, ხაზს უსვამენ შესაძლებლობას, რომ თავდასხმა განხორციელდა სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის YPG / PKK-ს მიერ.


საკვანძო სიტყვები: #ტერაქტი , #სირია

მსგავსი ინფორმაციები