ჩავუშოღლუმ საბერძნეთთან წარმოებული „საძიებო მოლაპარაკებები“ შეაფასა

ჩავუშოღლუმ საბერძნეთთან წარმოებული „საძიებო მოლაპარაკებები“ შეაფასა

1572708
ჩავუშოღლუმ საბერძნეთთან წარმოებული „საძიებო მოლაპარაკებები“ შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, საბერძნეთთან წარმოებული „საძიებო მოლაპარაკებები“, „საკონსულტაციო მოლაპარაკებებად“ შეაფასა და აღნიშნა, რომ  ძალიან პოზიტიურ გარემოში გაიმართა. ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, გუშინ ანკარაში ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ, საიმონ კოუენისთა ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა. თურქმა დიპლომატმა ისიც დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის პრობლემური საკითხები ოდითგანვე ჰქონდათ და მისი მოგვარება მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებების და დიალოგის გზით არის შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ ანკარა და ათენს  შორის საძიებო მოლაპარაკებების 61-ე ტური, სტამბოლში 26 იანვარს გაიმართა. მხარეებმა მომდევნო ტურის ათენში გამართვის თაობაზეც შეთანხმდნენ.

ცნობისათვის, ორ ქვეყანას შორის საძიებო მოლაპარაკებები 2002 წელს დაიწყო რა, ბოლოს წინა  შეხვედრა 2016 წლის 1 მარტს ათენში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები