საქართველოს 5 რეგიონში 234 წერტილში ტყეში ხანძარი გაჩნდა

საქართველოს 5 რეგიონში 234 წერტილში ტყეში ხანძარი გაჩნდა

1558497
საქართველოს 5 რეგიონში 234 წერტილში ტყეში ხანძარი გაჩნდა

საქართველოს 5 რეგიონში 234 წერტილში ტყეში ხანძარი გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ადმინისტრაციის წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, რაჭა ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში და შიდა ქართლის რეგიონებში ტყის ხანძრები 234 წერტილში დაფიქსირდა.

განცხადების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ასობით მეხანძრე მონაწილეობდა ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში, 223 წერტილში ხანძარი ჩააქრეს, ხოლო 11 წერტილში კი სამუშაოები ისევ გრძელდება.

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში გუშინ დაწყებული ტყის ხანძრები ისევ მძვინვარებს და ქართული პრესის ინფორმაციით, გალის რეგიონში ტყის ხანძრების შედეგად საცხოვრებელი სახლებიც დაიწვა.  


საკვანძო სიტყვები: #ხანძარი , #საქართველო

მსგავსი ინფორმაციები