თურქეთი, სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს ეხმაურება

თურქეთი, სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს ეხმაურება

1553611
თურქეთი, სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებს ეხმაურება

თურქეთი აცხადებს, რომ სომხურმა ელემენტებმა მთიან ყარაბარში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ჰამი აქსოიმ მიმდინარე წლის 9 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების შესახებ განცხადება გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია:

„მთიან ყარაბაღში სომხური ელემენტების მიერ განხორციელებული თავდასხმები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ, 2020 წლის 9 ნოემბრით დათარიღებული სამმხრივი დეკლარაციის, რომელიც მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და იქ განთავსებულ სომხური ელემენტების  უკან დახევას ითვალისწინებდა, აშკარა დარღვევაა. სომხეთმა რეგიონში ადრე 26 ნოემბერს, ხოლო შემდეგ 8-11 და ბოლოს 27 დეკემბერს დაარღვიეს 9 ნოემბრის ხელშეკრულება, რის შედეგადაც დაიჭრნენ და დაიღუპნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები. სომხეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევების წინააღმდეგ აზერბაიჯანის მხრიდან ადეკვატური პასუხის გაცემა, თავდაცვის უფლების გამოყენებაა. სომხური ელემენტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპული აზერბაიჯანლების გამო ამ ქვეყანას სამძიმარს ვუცხადებთ.“



მსგავსი ინფორმაციები