აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდიან

აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდიან

1538824
აზერბაიჯანელი ახალგაზრდები მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდიან

აზერბაიჯანელმა ახალგაზრდებმა თურქეთის მხრიდან მათი ქვეყნისადმი ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების პროცესში გაწეული დახმარების, თანადგომის და მხარდაჭერის მადლიერების გამოსახატავად, ვიდეოჩანაწერი გააკეთეს, რომლითა თუქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობას უხდიან. ვიდეოჩანაწერში აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ამ სტრიქონებს წარმოთქვამენ: „აზერბაიჯანის სამართლიან ომში, თქვენ, ჩვენს გვერდით დადექით. თქვენ, თურქის ერთიანობა და სოლიდარობა  მთელ მსოფლიოს აჩვენეთ. ‘აზერბაიჯანისთვის თავის გაწირვისთვის მზად ვართ’ ამ სიტყვებით დაგვიჭირეთ თქვენ მხარი. გაუმარჯოს თურქეთ-აზერბაიჯანის ძმობას. ყარაბაღი აზერბაიჯანია. ჩვენ „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“, აზერბაიჯანი და თურქეთი ვართ“. ვიდეოჩანაწერში ჩავუშოღლუს მიმართ მადლიერებას აზერბაიჯანელი ახალგაზრდები კი ამ სიტყვებით გამოხატავენ: „ერთად დგომით თურქის ძალა და ერთიანობა მთელს მსოფლიოს ვაჩვენეთ. გამარჯვებაც ჩვენთან ერთად იზეიმეთ. თქვენ ყოველთვის აზერბაიჯანის გვერდით იყავით. ჩვენ ყოველთვის ერთად ვართ. გაუმარჯოს აზერბაიჯან-თურქეთის ძმობას.“



მსგავსი ინფორმაციები