აზერბაიჯანი, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციას პროვოკაციას უწოდებს

აზერბაიჯანი, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციას პროვოკაციას უწოდებს

1534592
აზერბაიჯანი, საფრანგეთის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციას პროვოკაციას უწოდებს

აზერბაიჯანმა, საფრანგეთის სენატის მიერ მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია შეაფასა და მას „პროვოკაციული“ ქმედება უწოდა. საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიცნ ნათქვამია: „საფრანგეთის სენატის მიერ აბსოლუტურად მიკერძოებული რეზოლუციის მიღება მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს. როგორც ჩანს, საფრანგეთში მცხოვრები სომხები ფართოდ იყენებენ კონფლიქტის თემას წინასაარჩევნო მიზნებისთვის. თითქოს და შუამავლის როლში გამოსულ  ქვეყნის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სერიოზულ ეჭვებს იწვევს მისი ნეიტრალიტეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება ასევე ძირს უთხრის საფრანგეთის, როგორც სამართლიანი შუამავლის რეპუტაციას, აზერბაიჯანის საზოგადოებაში.“

შეგახსენებთ, რომ გუშინ საფრანგეთის სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებისკენ მოუწოდებს.



მსგავსი ინფორმაციები